ვინ გეგმავს საქართველოში არეულობას - სუს-ის განცხადება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გარკვეული ჯგუფის მიერ ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის მცდელობაზე ავრცელებს ინფორმაციას. უწყების ცნობით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.

უწყების ინფორმაციით, დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღებად შერჩეულია მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა.

თეონა ხუბულავა გვეტყვის დეტალებს, მას პირდაპირ ეთერში ვრთავთ.