ვილნიუსის რეაბილიტირებული სკვერი გაიხსნა

ვილნიუსის რეაბილიტირებული სკვერი გაიხსნა ჭონქაძის ქუჩაზე. რეკრეაციული ზონა ევროპული სტანდარტების შესაბამისად განახლდა, რომლის შიდა სივრცე ლიეტუვას კულტურულ სახეს ასახავს. ადგილზე იმყოფებოდნენ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვილნიუსის მერიის დელეგაცია და ლიეტუვის ელჩი საქართველოში. პროექტის ფარგლებში, სკვერის ტერიტორიაზე მთლიანად შენარჩუნდა მწვანე საფარი. სრულად შეიცვალა და მხატვრული ეფექტით განახლდა განათების სისტემა, მოეწყო წყარო, კიბეები, პანდუსები და სავალი ნაწილი.