ვილი სანიოლმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

15:46, 17.09.2026

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის 2026/27 წლების გათამაშებისთვის მზადებას იწყებს. ჩვენი გუნდი მოახლოებული მატჩებისთვის მოსამზადებლად 21 სექტემბრიდან, თბილისში შეიკრიბება. ორკვირიანი საწვრთნელი შეკრების ფარგლებში, საქართველოს ნაკრები ოთხ შეხვედრას გამართავს. 25 სექტემბერს ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს, 28 სექტემბერს კი — უკრაინას. 2 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები სტუმრად უნგრეთს დაუპირისპირდება, ხოლო 5 ოქტომბერს – ჩრდილოეთ ირლანდიას ესტუმრება. მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, 27 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია, ავსტრიული ვოლფსბერგის ნახევარმცველი ოთარ მამაგეიშვილი.

მსგავსი