ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ზაფხულის ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას იწყებს. შემადგენლობა ცნობილია. მათ შორის ერთი დებიუტანტია – ნიდერლანდური „ექსელსიორის“ 22 წლის ნახევარმცველი ირაკლი ეგოიანი. ზაფხულის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 2 ივნისს, რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს. ამ მატჩში, ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია ბოლოჯერ  ითამაშებს და კარიერას დაასრულებს. 5 ივნისს, ნაკრები უკვე ბაჰრეინის ეროვნულ გუნდს შეხვდება. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.