ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

18:43, 18.09.2026

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის ემზადება. ეროვნული გუნდი 21 სექტემბრიდან შეიკრიბება. მთავარმა მწვრთნელმა, დღეს, მედიასთან დაგეგმილი მატჩების შესახებ ისაუბრა. 25 სექტემბერს, ჩვენი გუნდი, ჩრდილოეთ ირლანდიას დინამო არენაზე მაყურებლების გარეშე  უმასპინძლებს, 28 სექტემბერს კი უკრაინას დაუპირისპირდება. შეხვედრები დინამო არენაზე ჩატარდება 2 ოქტომბერს, სტუმრად უნგრეთთან ითამაშებს, 5 ოქტომბერს კი – ჩრდილოეთ ირლანდიას ესტუმრება. ოთხივე შეხვედრის პირდაპირ ტელეტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი