ვიცე-პრემიერი ეროვნულ მუზეუმში

15:15, 04.08.2018

შინაგან საქმეთა მინისტრმა ხელოვნების სასახლეში გამოფენილი დამოუკიდებელი საქართველოს პოლიციის და სამხედრო ძალების ისტორიის ამსახველი ექსპონატები დაათვალიერა.

გიორგი გახარია დამოუკიდებლობის აქტის ორიგინალს გაეცნო. ისტორიული დოკუმენტი საფრანგეთიდან ჩამოიტანეს და ქვეყნის დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მუზეუმში პირველად გამოფინეს. კოლექციაში, ასევე წარმოდგენილი იყო დემოკრატიული საქართველოს გვარდიის ცხენოსანთა პოლკის სამხრეები, ვერცხლითა და ოქროთი დამშვენებული მემორიალური იარაღი, ცნობილი ქართველების მიერ სამხედრო და შინაგან ჯარებში სამსახურის დროს მიღებული წარჩინების ნიშნები, სამხედრო ჩოხა ვერცხლის ქამრით და სხვა უნიკალური ექსპონატები.

მსგავსი