Viber-ის აპლიკაციას ტექნოლოგიურ მომსახურებას საქართველოდან გაუწევენ

Viber-ის აპლიკაციას საინფორმაციო-ტექნოლოგიურ მომსახურებას საქართველოდან გაუწევენ.

მთავრობის დადგენილებით, აიტი-საქმიანობაზე საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიენიჭა შპს „ვაიბერ ჯი ეის“. საწარმოს 100%-ის წილის მესაკუთრე პარტნიორია ლუქსემბურგში რეგისტრირებული კომპანია შპს Viber Media Sàrl-ი. შპს „ვაიბერ ჯი ეი“ აპირებს თავის დამფუძნებელ კომპანიას საინფორმაციო-ტექნოლოგიური მომსახურება Viber-ის აპლიკაციის სამომავლო საქმიანობის ოპერირებისა და განვითარების მიზნით გაუწიოს.