მოსამართლეთა კონფერენციამდე ერთი დღის ადრე, ევროკავშირის პრესსპიკერი სასამართლო სისტემის რეფორმირების შესახებ საუბრობს. პიტერ სტანო განცხადებაში მართლმსაჯულების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს ასახელებს და ფიქრობს, რომ საქართველომ თანამდებობაზე მყოფი მოსამართლეებისთვის, ექსპერტების ჩართულობით განსხვავებული შემოწმების სისტემა უნდა დანერგოს. თუმცა, საკუთარ განცხადებაში ევროკომისიის პრესსპიკერი სადავოდ ქცეულ სიტყვა „ვეტინგს“ არ ასახელებს.
მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ ამბობენ, რომ უცხოელი ექსპერტების მიერ ქართველი მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმება საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, ოპოზიციასა და მესამე სექტორში კი მიაჩნიათ, რომ ე.წ ვეტინგი ევროკავშირის წევრობის წინაპირობაა.
ხატია ჯამალაშვილი დეტალებით.