ვეტინგი, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი

21:30, 18.11.2026

მონტენეგროს მაგალითმა ბრიუსელის მიმართ საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა გაამძაფრა.

სამეტაპიანი პროცედურიდან დღეს მეორე მნიშვნელოვანი ეტაპი დაასრულა მონტენეგროს პარლამენტმა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავს. ცვლილებების მიხედვით, ქვეყნის პრემიერი და მინისტრები თანამდებობაზე დანიშვნამდე ე.წ. ვეტინგის სისტემით შემოწმდებიან, ანუ მათ კეთილსინდისიერებას საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებული კომისია შეამოწმებს, რომელმაც მთავრობის მეთაურის ან მინისტრების კანდიდატურებთან დაკავშირებით ინტერესთა კონფლიქტი უნდა გამორიცხონ. მონტენეგროს მაგალითი ქართულ პოლიტიკურ პოლიტიკურ სპექტრში ცხარე დისკუსიის თემად იქცა. სწორედ კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის, ანუ ე.წ. ვეტინგის ამოქმედებას ითხოვს ევროკავშირი საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში. მოთხოვნა ბოლოს ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშიც გაიწერა. თუ ოპოზიციისთვის რამდენიმე ქვეყანაში აპრობირებული სისტემა სასამართლო სფეროს გაჯანსაღების და ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლის კონტექსტში განიხილება, მმართველი გუნდისთვის ე.წ. ვეტინგის დანერგვა უცხოეთიდან მართლმსაჯულებაზე კონტროლის მოპოვების მცდელობა და ქვეყნის დამოუკიდებლობის დათმობაა. „ქართული ოცნებიდან“ დღეს ბრიუსელს უთხრეს, რომ მათი ხელისუფლების ყოფნის პერიოდში მსგავსი ინიციატივა არც კი განიხილება.

მსგავსი