ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

21:13, 17.10.2026

17 ოქტომბერი საქართველოში ვეტერანთა დღეა. ეს თარიღი ქვეყნის თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა პატივსაცემად 2014 წლიდან აღინიშნება და გამოხატავს მადლიერებას იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც სამშობლოს დასაცავად სიმამაცე და თავდადება გამოიჩინეს.

1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში ვეტერანის დღის დაწესებას დაედო საფუძვლად. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, 17 ოქტომბერს სხვადასხვა აქტივობა იმართება. დღევანდელ საზეიმო ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

მსგავსი