ბრალდების მხარის ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა 4 ოქტომბერს თბილისი ცენტრში განვითარებული ძალადობრივი პროცესების შედეგად დაკავებული ათი პირის სასამართლო პროცესი.
სხდომაზე პროკურატურამ ყველა ის ვიდეო მტკიცებულება წარმოადგინა, რომელიც ბრალდების განცხადებით ვერ შემდგარი დამხობის საქმის ფიგურანტების დანაშაულს ადასტურებს. ბრალდების პოზიციაა, რომ დამხობის გეგმა წინასწარ იყო შემუშავებული და ორგანიზებული. რადიკალურად განსხვავებულია ბრალდებულების პოზიცია. მათ შორის ბრალს არ ეთანხმება ყოფილი გენერალური პროკურორი. მურთაზ ზოდელავამ, თვითმმართველობის არჩევნების დღეს განვითარებული ძალადობრივი პროცესები, მათ შორის სცენიდან გაკეთებული მოწოდებები, აქციების მართვის არასაკმარისი გამოცდილებით ახსნა. ზოდელავამ ათონელის რეზიდენციისკენ გადანაცვლების მოწოდება შეცდომად შეაფასა და თქვა, რომ მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებებიდან მსჯელობის საგანი მხოლოდ სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა უნდა იყოს. რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, მტკიცებულებების არ არსებობის არგუმენტით, ყველა მათგანი საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს.