ვენეციის კომისიის ანგარიში

„ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით დასკვნა პოზიტიურია, თუმცა, თუკი შენიშვნები იქნება მოცემული, ის აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. დასკვნაში კრიტიკულ შენიშვნას ვერ ხედავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, რომელიც ამბობს, რომ საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება.

ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესწორებულ პროექტთან დაკავშირებით დასკვნა გუშინ გამოაქვეყნა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ შესწორებულ ვერსიაში გათვალისწინებულია ძირითადი რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ელემენტები,  თუმცა, გარკვეული ელემენტები კვლავ გადასაწყვეტი რჩება. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებას ითხოვს ოპოზიცია, სადაც ამბობენ, რომ საარჩევნო კოდექსს მხარს მხოლოდ ცვლილებების შეტანის შემდეგ დაუჭერენ.

დატოვე კომენტარი