ველისციხის ინციდენტის საქმე გურჯაანის სასამართლოში

ნიკა მელიასა და გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში.

გამოძიება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს სოფ. ველისციხესთან მომხდარ ინციდენტში პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. სხდომას მხოლოდ ნიკა მელია ესწრება. საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ე მუხლით დაიწყო, რაც სასჯელის სახით, 1000 დან 4000 ლარამდე ჯარიმას, ან 15 დღის ვადით ადმინისტრაციულ სახდელს ითვალისწინებს.

პროცესზე მოწმის სახით იკითხებიან ის პოლიციელები, რომლებიც 16 დეკემბრის ინციდენტის დროს სამსახურეობრივ საქმიანობას ასრულებდნენ.