საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ 2024 წელი იყო პოლიტიკურად რთული წელიწადი, თუმცა, სრულდება ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის გამარჯვებით. ვატო შაქარაშვილის შეფასებით, პროცესი შეფუთული იყო ევროინტეგრაციის თემით, სინამდვილეში კი საქართველოს ომში ჩართვის დაჟინებულ ინტერესს ატარებდა.