ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგას შეხვდა

12:14, 22.10.2018

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგას შეხვდა.

მხარეებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადებები გააკეთეს. საგარეო საქმეთა მინისტრების თქმით, საუბარი ეხებოდა ორმხრივ ურთიერთობას, ასევე ისაუბრეს რუსეთის ფაქტორზე. ვატიკანი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.

ვიზიტის ფარგლებში, პოლ რიჩარდ გალაჰერი შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს.

სტუმარი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს. იგი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს და ადგილზე გაეცნობა იქ არსებულ ვითარებას.

მსგავსი