ვარკეთილში ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტი იწყება

ვარკეთილში ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტი იწყება. ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია. „ვარკეთილი დეველოპმენტი“ სამშენებლო სამუშაოების დაწყებას 4-5 თვეში გეგმავს. კორპუსები მესამე მასივის ტერიტორიაზე აშენდება. ავარიულ ე.წ. ხრუშჩოვკებთან ახლოს მდებარე სამი ჰექტარის ფართობი მერიამ ინვესტორს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა. სანაცვლოდ კი მუნიციპალიტეტი 7545 კვ.მ-ის საცხოვრებელ ფართს მიიღებს.

ოჯახები, რომლებიც ახალ ბინებში შესახლდებიან, ავარიულ კორპუსებს ასევე მერიის სასარგებლოდ დათმობენ და ეს ტერიტორიაც ანალოგიური პირობებით, ახალი კორპუსების ასაშენებლად იქნება გამოყენებული.

ნათია ქენქაძე დეტალებით.