„ვარდისფერი ოქტომბერი“ – ღონისძიებების ციკლი
რუსთავის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების ყოველწლიურ, საერთაშორისო კამპანიას შეუერთდა. საბჭოს და რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ორგანიზებით, უფასო სკრინინგი ჩატარდა. „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში, ჯანმრთელობის უფასო გამოკვლევებით 40-დან 70 წლის ასაკის ქალბატონებმა ისარგებლეს. ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში სკრინინგი ასევე ჩატარდება 28 ოქტომბერს. საბჭოს ორგანიზებით, ოქტომბრის თვის განმავლობაში, რეგიონის მასშტაბით საინფორმაციო შეხვედრები და ცნობიერების ამაღლების კამპანიები გაიმართება.