ვარდის რთველი კახეთში

18:31, 10.06.2022

კახეთში რთველი არა მხოლოდ შემოდგომაზე, მაისის ბოლოსაც იწყება. განსხვავება იმაშია, რომ ყურძნის ნაცვლად, ვარდს კრეფენ და მის ფურცლებს საგულდაგულოდ ახარისხებენ. ცნობილია, რომ სასარგებლო თვისებების გამო, ვარდის ზეთი საკმაოდ ძვირია. 1 კგ-ის ღირებულება ადგილწარმოშობის მიხედვით 7 000-დან 10 000 დოლარამდე აღწევს – განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტია.

რატომ კრეფენ ვარდებს გარიჟრაჟზე, რისთვის გამოიყენება ის და აქვს თუ არა საქართველოში ვარდის ინდუსტრიას განვითარების პერსპექტივა – ჟანა დიდებაშვილის სიუჟეტი კახეთიდან.

მსგავსი