ვაქცინებზე ინტელექტუალური საკუთრების უფლების გაუქმების ინიციატივა

კორონავირუსით გამოწვეული ჯანდაცვის კრიზისის და ვაქცინების დეფიციტის დასაძლევად ამერიკა და ევროკავშირი ვაქცინებზე ინტელექტუალური საკუთრების უფლების გაუქმების ინიციატივით გამოდიან.

ეს საკითხი პორტუში ევროპელი ლიდერების დღევანდელი სამიტის დღის წესრიგშია. ვაქცინებზე პატენტის გაუქმებით მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ვაქცინების წარმოებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ცდილობენ, თუმცა ინიციატივას ფარმაცევტული კომპანიები ეწინააღმდეგებიან. ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ ვაქცინაციის დაწყებიდან ხუთი თვის შემდეგ ღარიბ ქვეყნებს ვაქცინების მიზერული რაოდენობა აქვთ მიღებული.