ვაქცინაციის პროცესი მსოფლიოში

მსოფლიო ბაზარზე ახალი ვაქცინების გამოჩენას ელოდება, უკვე ავტორიზებული წამყვანი ვაქცინების განაწილება კი მთავარი გამოწვევა ხდება.

ევროპის ქვეყნებში მომუშავე ლაბორატორიები ევროკავშირის ქვეყნებს ვაქცინებს დადგენილ ვადებში ვერ აწვდიან, რის გამოც იტალიამ ვაქცინების ექსპორტის დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო. ევროკავშირის ქვეყნები „ასტრაზენეკას“ მწარმოებლებზე ზეწოლასაც არ გამორიცხავენ. ამ მხრივ ვითარება განსაკუთრებით გართულდა ჩეხეთში. პრაღა დახმარებისთვის უკვე მეზობელ ქვეყნებს მიმართავს. შეფერხებების ფონზე ცნობილი ხდება, რომ „კოვაქსის“ პლატფორმით „ასტრაზენეკას“ ვაქცინები აფრიკის უკვე 11-მა ქვეყანამ მიიღო.