ვაქცინაციის პროცესი ჯარში

საქართველოს თავდაცვის ძალებში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. თავდაცვის ძალების შერეული საავიაციო ესკადრილიის ბაზაზე, ახლადგახსნილ დამატებით ვაქცინაციის კაბინეტში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის პირადი შემადგენლობა და მათი ოჯახის წევრები აიცრნენ. ვაქცინაციის კაბინეტები სამხედრო მოსამსახურეებს მთელი საქართველოს მასშტაბით ემსახურება. ასევე, ვაქცინაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გორსა და ქუთაისში მდებარე თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალსა და სამედიცინო ცენტრში.