ვაქცინაცია და კოვიდპასპორტები საქართველოში

ვაქცინაციის პარალელურად, ქვეყანა კოვიდპასპორტების გაცემაზე მუშაობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უკვე შექმნილია კოვიდ სერტიფიკატების მოდელი. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საკითხს მიმდინარე კვირაში ჯანდაცვის სამინისტროსა და საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილავენ, რის შემდეგადაც ცნობილი გახდება, როდიდან დაიწყება მოქალაქეებზე კოვიდპასპორტების გაცემა. ჯერჯერობით უცნობია რა ბენეფიტებით ისარგებლებენ კოვიდპასპორტის მქონე მოქალაქეები.

მოამბე