ვანო მერაბიშვილს ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობაზე უარი ეთქვა

ვანო მერაბიშვილს ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობაზე უარი ეთქვა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხზე #9 პენიტენციური დაწესებულების უფროსს ზაზა ჯამატაშვილს პასუხობს.

ოფიციალურ მიმართვაში აღნიშნულია, რომ ვანო მერაბიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 6 თვეს, ან/და თუ არსებობს რომელიმე განსაკუთრებული გარემოება.