ვანო მერაბიშვილის გამოკითხვა

ვანო მერაბიშვილს ხვალ ე.წ. საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე გამოკითხავენ. საქმეზე „ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპულმა სასამართლომ დარღვევა სწორედ ამ ეპიზოდზე დაადგინა.

ხვალინდელ გამოკითხვას გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანი ამბობს, რომ ევროპული სასამართლოს დადგენილების გამო ხელახალი გამოძიება მინისტრთა კომიტეტის ეგიდით განახლდა.