ანჩისხატის ტაძარზე მომხდარ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით, ამავე ტაძრის წინამძღვარი ინფორმაციას ავრცელებს. „დღეს დილით ღვთისმსახურებაზე მოსულებს ვანდალიზმის ფაქტის დაფიქსირება მოგვიხდა. ღვთისმშობლის შობის სახელობის ანჩისხატის ტაძრის დასავლეთ ფასადი და კარი ნასროლი კვერცხებით იყო მოთხვრილი. გულდასაწყვეტია, რომ უკანასკნელ პერიოდში ეს არის საეკლესიო სივრცეების და სიწმინდეების, ჩვენი ქვეყნის ეროვნული მემკვიდრეობის მკრეხელურად წაბილწვისა და დაზიანების კიდევ ერთი შემთხვევა. ანჩისხატის ტაძარი 1520 წელზე მეტია, დგას საქართველოს დედაქალაქში როგორც ჩვენი ხალხისა და დედა ეკლესიის გამძლეობის, ერთიანობისა და გამარჯვების მეტყველი სიმბოლო. უფლის მადლით, ტაძარში ისევ გაგრძელდება ლოცვა საერთო მშვიდობისა და ღვთის წინაშე გამართლებისთვის. ნათქვამია ინფორმაციაში.