ვაკის პარკი თაფლის ფესტივალს მასპინძლობს

ვაკის პარკი თაფლის ფესტივალს მასპინძლობს. მეფუტკრე ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, სხვადასხვა რეგიონში არსებული უნიკალური თაფლოვანი მცენარეებისგან მიღებული პროდუქტია წარმოდგენილი. ნებისმიერ სტუმარს შესაძლებლობა აქვს, თაფლი ადგილზევე დააგემოვნოს. მიიღოს ინფორმაცია პროდუქტის დამზადებისა და სარგებლიანობის შესახებ.
ღონისძიება ვაკის პარკში ექვს საათამდე გაგრძელდება. ფესტივალი საქველმოქმედოა. შემოსული თანხის ნაწილი წმინდა გიორგი მთაწმინდელის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრში გადაირიცხება.