ვახტანგ VI სტამბაში დაბეჭდილი „პარაკლიტონის“ რესტავრაცია

21:40, 08.11.2025

 ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების კონსერვაციისა და რესტავრაციის განყოფილებამ ვახტანგ VI-ის სტამბაში 1720 წელს დაბეჭდილი „რვახმათა“ ანუ „პარაკლიტონი“ აღადგინა. წიგნი საქართველოს ეროვნული ბიბლიოგრაფიის საარქივო ფონდის განყოფილებაში ინახება.

გამოცემა აერთიანებს საგალობლების ტექსტებს, რომლებიც კვირის განმავლობაში ღვთისმსახურების დროს სრულდებოდა.

მსგავსი