ვახტანგ ნანიტაშვილი გარდაიცვალა

21:59, 23.01.2025

ათეულობით წელი საქართველოს რადიოში და გზა რედაქტორობიდან ხელმძღვანელობამდე – ცნობილი ჟურნალისტი ვახტანგ ნანიტაშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.

წლების განმავლობაში ის საქართველოს რადიოს გენერალური დირექტორი იყო, მანამდე კი რედაქტორის პოზიციას იკავებდა. სწორედ ნანიტაშვილის სახელს უკავშირდება პოპულარული გადაცემის, „პიკის საათის“ შექმნა. ჟურნალისტთა თაობების აღმზრდელს, არაერთი გადაცემის ავტორსა და ნოვატორული იდეებით გამორჩეულ ცნობილ ჟურნალისტს დღეს კოლეგები იხსენებენ, რომლებიც „პიკის საათის“ განსაკუთრებულ პოპულარობას სწორედ ვახტან ნანიტაშვილის დამსახურებად მიიჩნევენ.

მსგავსი