ვახტანგ გომელაურის მოსმენა პარლამენტში

21:33, 21.02.2023

პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმინეს.

ვახტანგ გომელაური საკანონმდებლო ორგანოში 2022 წლის ანგარიშით და 2023 წლის გეგმებზე სასაუბროდ მივიდა. გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, პოლიციის ახალი შენობები და აღჭურვილობა, 30%-ით გაზრდილი ხელფასი, პოლიციის ქალაქის მშენებლობა, გამკაცრებული კანონი ცივი იარაღის ტარებაზე და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის, გახსნილი საქმეები – ეს იყო გამოსვლის ძირითადი მიმართულებები. „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა მოსმენას ესწრებოდა ოპოზიციაც. დაისვა კითხვები რუსეთიდან საქართველოში შემოსული მოქალაქეების ნაკადის ზრდაზე, ასევე დაინტერესდნენ პოლიციელთა გადინების სტატისტიკით და მიზეზებით. შემდეგ დარბაზში პოლიტიკური დებატები გაიმართა.

მსგავსი