ვახტანგ გომელაურის მოსმენა პარლამენტში

21 აპრილს მომხდარი არეულობა იყო პარლამენტში სუს-ის უფროსის გამოსვლის შემდეგ დახურულ ფორმატში გამართული კითხვა-პასუხის ძირითადი თემა. ვახტანგ გომელაურმა ამ საკითხზე განმარტება ჟურნალისტებთანაც გააკეთა.

მედიის წარმომადგენლებმა სუს-ის უფროსს ჰკითხეს, იზიარებს თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომ პანკისში შეცდომა იყო დაშვებული და რომ პასუხისმგებლობა ყველა უწყებას ეკისრება. გომელაურის განცხადებით, უსაფრთხოების სამსახური პროცესში ბუნებრივია ჩართული იყო, თუმცა, იყო თუ არა შეცდომა დაშვებული, ამაზე ანალიზის ჩატარებაა საჭირო.

დატოვე კომენტარი