ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე - განცხადებები

ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით, განცხადებებს აკეთებენ პოლიტიკოსებიც. პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ხელისუფლებამ ქართველი ექიმის საკითხი ყველა საერთაშორისო ფორმატში დააყენა. ყველა შესაძლო მხარესთან, ვისაც შეუძლია ექიმ გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში გარკვეული წვლილი შეიტანოს, აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს.

მომხდარი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, როგორ ექცევა ადამიანის უფლებებს რუსეთის ფედერაცია, რომელიც ოკუპაციაზეა პასუხისმგებელი.