ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებული მეტროს შახტის რეაბილიტაცია იწყება

ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებული მეტროს შახტის რეაბილიტაცია იწყება. სამუშაოები სამი თვე გაგრძელდება.

ავტოსატრანსპორტო საშუალების შეუფერხებლად გადაადგილებისთვის მოცემული შახტის გადახურვაა საჭირო, რათა მან ფუნქცია არ დაკარგოს. იგეგმება გამყოფი ზოლის მოწესრიგებაც, რომელიც გამწვანდება.

მიმდინარე პროცესს დედაქალაქის მერი გაეცნო.