ვაჟა აზარაშვილის საღამო – „რაც დარჩა სათქმელი“
ცნობილი ქართველი კომპოზიტორის შემოქმედებას კიდევ ერთხელ გაიხსენებენ.
თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ვაჟა აზარაშვილის მიერ შექმნილი კომპოზიციები და სიმღერები აჟღერდება. ცნობილი მომღერლებისთვის დაწერილი სიმღერები სცენაზე ახლებური ინტერპრეტაციითაც შესრულდება. საკმაოდ მრავალფეროვანი პროგრამის წარმოდგენის პარალელურად მაყურებელს კომპოზიტორის ცხოვრებასა და შემოქმედებით მოღვაწეობაზეც მოუყვებიან.
იდეის ავტორი და კომპოზიტორის შემოქმედებითი საღამოს სამხატვრო ხელმძღვანელი დავით მაზანაშვილია. მუსიკოსი რომელმაც წლების წინ ვაჟა აზარაშვილის საიუბილეო საღამო დააორგანიზა. 14 წლის შემდეგ მაყურებელს ისევ დიდ საკონცერტო დარბაზში შეკრებს. შემოქმედებითი საღამო 28 მარტს გაიმართება.