ვადამდელი არჩევნები ყირგიზეთში

ყირგიზეთში ოქტომბერში მომხდარი რევოლუციის შემდეგ, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და ქვეყნის მმართველობის ფორმის შესახებ რეფერენდუმი დღეს მიმდინარეობს. პრეზიდენტის თანამდებობისთვის 17 კანდიდატი იბრძვის. ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი სადირ ჯაპაროვია, რომელიც ოქტომბერში საპროტესტო გამოსვლების დროს მომიტინგეებმა პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მოგვიანებით ის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. არჩევნებზე მისულმა მოქალაქეებმა ასევე უნდა აირჩიონ ყირგიზეთის რესპუბლიკის მმართველობის ფორმა. არჩევანის გაკეთება მათ შემდეგ ვარიანტებს შორის მოუწევთ – საპრეზიდენტო რესპუბლიკა, საპარლამენტო რესპუბლიკა ან ყველა ვარიანტის წინააღმდეგ.