ჟენევაში, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბბინაში, საქართველოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების 25 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ნგოზი ოკონჯო ივეალა დაესწრო. ასევე მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების დღიდან, საქართველოს მიერ განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებით.