უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენა

ნახევრად ცარიელ დარბაზში ჩაიარა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ერთი კანდიდატის მოსმენამ.

დეპუტატების კითხვებს ამჯერად საქალაქო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე, ლაშა ქოჩიაშვილი პასუხობდა. შეკითხვების შინაარსი თითქმის უცვლელი იყო. კანონმდებლებმა ქოჩიაშვილს ჰკითხეს, იყო თუ არა 2012 წლამდე მოსამართლეებზე ზეწოლა და გაიზარდა თუ არა დამოუკიდებლობის ხარისხი მოქმედი ხელისუფლების პირობებში. დეპუტატები ასევე დაინტერესდნენ, რატომ მიიღო მოსამართლეობის კანდიდატმა ერთსა და იმავე საქმეზე ორი სხვადასხვა გადაწყვეტილება.

 

დატოვე კომენტარი