უზბეკეთის პრემიერი საქართველოს პორტების მუშაობას გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს აჭარაში უმასპინძლა.

გაიმართა სამუშაო სადილი გაიმართა, პრემიერებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. დღესვე უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციას ეკონომიკის მინისტრმა საქართველოს პორტები, საზღვაო ინფრასტრუქტურა და ამ სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდა. აბდულა არიპოვი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა.