უზბეკეთის დელეგაციის ვიზიტი

12:06, 04.07.2026

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ვიზიტით მყოფ უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის, ასევე ტრანსპორტის მინისტრებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერებინა. ნავსადგურის ტერიტორიაზე ამ დროისთვის საზღვაო ინფრასტრუქტურის აქტიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ბელგიური კომპანია, ქართულ პარტნიორთან ერთად ახორციელებს. პროექტის პირველი ფაზის დასრულება 2029 წლისთვის იგეგმება.

ეკონომიკის მინისტრმა უზბეკეთის მინისტრთა კაბინეტის წევრებს დაგეგმილი პროექტებიც გააცნო და შუა დერეფნის განვითარების პროცესში საქართველოს პორტების სრულ მზაობას გაუსვა ხაზი. მარიამ ქვრივიშვილი, მინისტრებთან ერთად, ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასაც ეწვია.

მსგავსი