ალკოჰოლიანი სასმელების სავალდებულო ნიშანდების ამოქმედებება გადავადება 

21:45, 27.11.2026

გადავადებული რეგულაცია. ალკოჰოლიანი სასმელების სავალდებულო ნიშანდების ამოქმედების ვადა გადაიწევს. შესაბამისი ცვლილებების ინიცირება პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაანონსდა. კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, ამ გადაწყვეტილებით მეწარმეებს მოსამზადებლად დამატებით დროს მისცემენ. შეგახსენებთ, რომ ახალი რეგულაცია ალკოჰოლიანი სასმელების სპეციალური QR კოდით აღჭურვას ითვალისწინებს, რაც პროდუქციის სრულ მიკვლევადობას უზრუნველყოფს. რეგულაციის ამოქმედების მიზნად პროდუქციის ფალსიფიკაციასთან ბრძოლა სახელდება. მცირე მარნებისთვის ნიშანდება უფასო იქნება.

მსგავსი