ევროკავშირის ლიდერები ბიუჯეტის პროექტზე ვერ თანხმდებიან
უთანხმოების თემად რჩება ევროკავშირის ბიუჯეტის კორექტირებული ვერსია.
12-საათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა – 27 წევრი ქვეყნის ლიდერებმა 2028-2034 წლების მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს გარშემო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ქვეყნები საერთო ბიუჯეტის მოცულობაზე და თანხების განაწილების პრიორიტეტებზე ვერ თანხმდებიან. ევროკავშირის ორ წამყვან ქვეყანას – საფრანგეთსა და გერმანიას შორის ღრმა პოლიტიკური განხეთქილება მოლაპარაკებებზეც აისახა. მსხვილი კონტრიბუტორი ქვეყნები საბიუჯეტო ხარჯების შემცირებასა და ეროვნული შენატანების შეზღუდვას მოითხოვენ. ევროკავშირის სხვა წევრები კი სოფლის მეურნეობისა და რეგიონული განვითარების დაფინანსების შენარჩუნებას უჭერენ მხარს. ბიუჯეტის გარშემო დისკუსიებს ართულებს უკრაინის ფინანსური დახმარების საკითხიც. რამდენიმე ქვეყანა გათვალისწინებული თანხების მოცულობას და უკრაინის დაფინანსების მექანიზმებს არ ემხრობა.
რჩება თუ არა პოზიციების დაახლოების რესურსი – გივი ბარამიძე დეტალებით.