უწყლოდ დარჩენილი სოფლები
გამხმარი ბაღები და ვენახები და უწყლოდ დარჩენილი სოფელი შავშები. ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე მაცხოვრებლები უკვე წლებია სარწყავი წყლის გარეშე არიან დარჩენილი. ერთადერთი გზა ნათესების მოსავლელად, წვიმის წვეთების შეგროვება და ათეულობით კილომეტრიდან მოტანილი წყალია. შავშების მაცხოვრებლებს პრობლემა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგი პერიოდიდან აწუხებთ, თუმცა 10 წლის თავზე საკითხი კვლავ მოუგვარებელია.