სუს-ის ხელმძღვანელობით უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 2024-2026 წლების ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. წლის შემაჯამებელ სხდომაზე ანგარიშები წარადგინეს. იმსჯელეს გამოწვევებზე. სხდომას სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად, აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე და საქართველოში ევროკავშირის შესაბამისი პროგრამების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საბჭოს მომდევნო სხდომა 2024 წელს გაიმართება.