უვადო მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენა 

ოპოზიციამ განათლების ხარისხი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ერთ კანდიდატს დაუწუნა.

პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს მოუსმინეს, რომელსაც უმაღლეს ინსტანციაში სურს გადასვლა. ოპონენტებს დღეს ყველაზე მეტად თავაძის შემოსავლები და დიპლომი აინტერესებდათ. მმართველმა გუნდმა კი კანდიდატს ყველაზე მეტი შეკითხვა წარსულ საქმიანობაზე დაუსვა.

სამოსამართლეო კარიერის დაწყებამდე ზაზა თავაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მაღალი თანამდებობა ეკავა. ის იუსტიციის მაშინდელი მინისტრის მოადგილე იყო.