ოპოზიციურ ფლანგზე უთანხმოების გამომწვევი თემების ჩამონათვალი იზრდება.
ცალკეული პოლიტიკური აქტორების მხრიდან კრიტიკა სულ უფრო მატულობს სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომელმაც ოპოზიციასთან რამდენიმეთვიანი აქტიური კოორდინაციისა და კონსულტაციების შემდეგ ცოტა ხნის წინ წინააღმდეგობის პლატფორმის შექმნის შესახებ განაცხადა. თუმცა ყოფილი პრეზიდენტის სამოქმედო ტაქტიკა ოპოზიციური სპექტრის ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომლის ლიდერები ზურაბიშვილის მიმართ რიტორიკას ამკაცრებენ და არც იმის თქმას ერიდებიან, რომ მას ლიდერად არც ადრე და არც ახლა არ განიხილავენ. რამ გაყო პოზიციები ბარიერგადალახულ ძალებს შორის და რატომ ვერ მიაღწიეს გაერთიანებას ოპოზიციურ ფლანგზე, სადაც არცთუ დიდი ხნის წინ ყოფილ პრეზიდენტს ოპოზიციური ერთობის ლიდერად აცხადებდნენ – მანანა დევაძე მუშაობდა თემაზე.