უთანხმოება „ნაციონალურ მოძრაობაში“

აქვს თუ არა ადგილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ კიდევ ერთ დაპირისპირებას – ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მედიაში ნიკა მელიას კომენტარი გავრცელდა. ვიდეოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ ის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების წინააღმდეგი იყო და ლიდერს ამის შესახებ აქტიურად აფრთხილებდა. სწორედ ამ შეფასების შემდეგ გააქტიურდა „ნაციონალურ მოძრაობის“ მომხრეების მხრიდან მოქმედი თავმჯდომარის მიმართ კრიტიკა. ნიკა მელია არ მალავს, რომ პარტიაში მისი პოლიტიკით უკმაყოფილო ნაწილი არსებობს. თუმცა „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის შესაძლო ცვლილების საკითხზე ღიად არ საუბრობენ, მაშინ, როცა „ნაციონალურ მოძრაობას“ „ქოლგა პარტიად“ ჩამოყალიბებას სთავაზობენ.