უთანხმოება „ნაციონალურ მოძრაობაში“

როდის ჩატარდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ახალი არჩევნები, ამ დრომდე გაურკვეველია. ასევე უცნობია, ვინ იქნებიან თავმჯდომარეობის კანდიდატები. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ამბობენ, რომ არ აპირებენ პოსტზე საკუთარი კანდიდატურების დაყენებას. პარტიის წარმომადგენელთა ნაწილი არჩევნების ჩატარებას აუცილებლად მიიჩნევს.