უთანხმოება აშშ-სა და პოლონეთს შორის 

ისტორიულ მოკავშირეებს შორის დაპირისპირების კიდევ ერთი ფაქტი – ამ შემთხვევაში ბზარი პოლონეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებში ჩნდება.

მიზეზი პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება ხდება, რომელმაც ნობელის პრემიაზე დონალ ტრამპის წარდგენის შემთხვევაში, შტატების პრეზიდენტის მხარდაჭერაზე კატეგორიული უარი განაცხადა. უფრო მეტიც, ვლოძიმეჟ ჩაჟასტიმ ამერიკის ლიდერი საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევაში ღიად დაადანაშაულა. ჩაჟასტის პოზიცია უპასუხოდ არ დარჩენილა. ვაშინგტონმა პოლონეთის პარლამენტის სპიკერთან კონტაქტი გაწყვიტა. პოლონეთში ამერიკის ელჩმა კი განცხადებები როგორც დონალდ ტრამპის შეურაცხყოფად, ისე პოლონეთი -ამერიკის ურთიერთობებში სერიოზულ დაბრკოლებად შეაფასა. თუმცა, ინციდენტი ამით არ ამოწურულა. ამერიკელ დიპლომატს პირდაპირ ქვეყნის პრემიერმა უპასუხა და ელჩს პარტნიორობის საფუძვლები საჯაროდ განუმარტა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დონალდ ტუსკი შტატების პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავს. სულ ცოტა ხნის წინ პოლონეთის პრემიერმა ოფიციალურ ვაშინგტონს ლიდერობასა და დომინირებას შორის არსებულ განსხვავებაზეც მიუთითა.