უსტატუსო მუზეუმი - ძველ თბილისში მდებარე ნიკო ნიკოლაძის კუთვნილი სახლი, შესაძლოა, დაზიანდეს

ადგილი, სადაც ნიკო ნიკოლაძის ჩანაწერები, პირადი ნივთები და უნიკალური ექსპონატები ინახება. ძველ თბილისში მდებარე ნიკოლაძეების ისტორიული სახლი, შესაძლოა, დაზიანდეს. ნიკო ნიკოლაძის კუთვნილ საცხოვრებელს დღეს მუზეუმის სტატუსიც კი არ აქვს მინიჭებული.

შენობაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა კი, შესაძლოა, ისტორიული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მთლიანად დააზიანოს.

სოფო ზედელაშვილი მოგიყვებათ.