უშიშროების საბჭოს სხდომა

ხელისუფლების პირველი პირები ავლაბრის სასახლეში იმყოფებიან.

პრეზიდენტის მიერ მოწვეულ უშიშროების საბჭოს სხდომას პრემიერ-მინისტრი და საბჭოს სრული შემადგენლობა ესწრებიან. დღის წესრიგში მთავარი თემა ნატოს მოახლოებული სამიტია.

ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე ქართულ დელეგაციას გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს.