ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდი ამ დრომდე გათიშულია.
რადიკალი შეშლილები, ბოროტება, კრიმინალური ორგანიზაცია – დონალდ ტრამპის და ილონ მასკის ამ ეპითეტების ადრესატი „იუესაიდია“. აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა სააგენტოში საკადრო ცვლილებები და სააგენტოს სახელმწიფო ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში გადაყვანა უკვე დააანონსა. კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე ამერიკის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სააგენტოს მიმართ საკმაოდ მძიმე ბრალდებებს აჟღერებს. მათ შორისაა ბრალდება „იუესაიდის“ მხრიდან ბიოლოგიური იარაღის კვლევების დაფინანსებაზე. არ არის გამორიცხული, რომ კრიტიკის და მძიმე ბრალდებების გარდა საგამოძიებო მოქმედებებიც დაიწყოს. აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ითხოვს, „იუესაიდის“ საქმიანობით გამოძიების ფედერალური ბიურო დაინტერესდეს. თაღლითობა, კორუფცია – მასკის მხრიდან მწვავე განცხადებები კეთდება „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ მისამართითაც.